photolife Studio


Go to content

Online Course

Study

სტუდია აცხადებს მსმენელთა მიღებას ონლაინ კურსზე ფოტოგრაფიის შესწავლის მსურველთათვის. ონლაინ ფოტოკურსი მოიცავს მასტერკლასების სერიას ფოტოგრაფიაში დისტანციური ვიდეოსწავლების მეთოდით. კურსის მიზანია, ფოტოგრაფიის შესწავლის მსურველებს სახლიდან გაუსვლელად შეასწავლოს ფოტოგრაფიის თეორიული საფუძვლები, აჩვენოს პრაქტიკული ფოტოსესიები და დავალებების შესრულების გზით განუვითაროს ფოტოგრაფიული უნარ-ჩვევები.


სწავლების რეგლამენტი:


თითოეული მასტერკლასი შედგება ორი ნაწილისგან: 1. ვიდეოსესია 2. სასწავლო მასალა.


1. ვიდეოსესია ჩატარდება კვირაში ერთხელ, წინასწარ შეთანხმებულ დღესა და საათებში (საღამოს საათებში). ვიდეოსესიის დროს მსმენელები ინტერნეტით შეძლებენ ვიდეოლექციის მოსმენას გაწერილი პროგრამის მიხედვით და თვალყურს ადევნებენ პრაქტიკულ ფოტოსესიებს. მსმენელებს საშუალება ექნებათ, ლექციის მსვლელობისას დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.


2. ყოველი ვიდეოსესიის დასრულების შემდეგ (24 საათში) მსმენელებს მიეწოდებათ განვლილი თეორიული მასალა წერილობითი ფორმით, საკონტროლო კითხვები და დავალება (ფოტოს გადაღება გავლილი თემატიკის მიხედვით). წინასწარ მიღებულ საკონტროლო კითხვებს მსმენელები უპასუხებენ მომდევნო ვიდეოსესიაზე. მსმენელებმა შესრულებული დავალება უნდა წარმოადგინონ სპეციალურ ინტერნეტგალერეაში მომდევნო ვიდეოსესიამდე. მათ მიერ შესრულებული დავალების განხილვა-ანალიზს მსმენელები წარდგენიდან სამ დღეში მიიღებენ წერილობითი ფორმით. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com . განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი; ჯგუფში ჩარიცხვის შემდეგ, კურსის დაწყების წინ მსმენელები მიიღებენ დამატებით ინსრუქციებს ონლაინ კონტაქტთან დაკავშირებით.

სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 750 ლარი. საფასურის გადახდა წინასწარ საბანკო ანგარიშსწორებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონებზე: 959406, 891 143185


სასწავლო პროგრამა იხილეთ ბმულზე

საკონტაქტო ფორმა იხილეთ ბმულზე


Back to content | Back to main menu