photolife Studio


Go to content

Course Photoshop

Study

Photolife Studio აცხადებს მსენელთა მიღებას ფოტოშოპის შემსწავლელ 3-თვიან კურსზე.

მოცემული კურსი მოიცავს ციფრული გამოსახულების პოსტდამუშავების იმ საკითხებსა და ეტაპებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ფოტოგრაფიას. კურსი გათვლილია როგორ დამწყებ, ასევე გამოცდილ ფოტომოყვარულებზე. სასწავლო პროგრამაში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს ფერისა და ტონის კორექციის, ნიღბების, შრეებისა და არხების, ტექნიკური და მხატვრული რეტუშირების, ბეჭდვისა და ინტერნეტსივრცისთვის გამოსახულების მომზადების საკითხებს ისეთ პოპულარულ და აღიარებულ პროგრამაში, როგორიცაა Adobe Photoshop.

სემინარები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ორშაბათს ან ოთხშაბათს (შეთანხმებით), 19საათიდან 22 საათამდე. მსმენელები სასწავლო პროგრამის მიხედვით, პრაქტიკულად შეისწავლიან ფოტოშოპის საფუძვლებს და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. გათვალისწინებულია 15-წუთიანი შესვენება ყავით/ჩაით.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

კურსის სრული ღირებულებაა 750 ლარი. საფასური გადაიხდება წინასწარ, საბანკო ანგარიშსწორებით.

სტუდიის მისამართია: უშანგი ჩხეიძის 23.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 959406, 891 143185


სასწავლო პროგრამა იხილეთ ბმულზე

საკონტაქტო ფორმა იხილეთ ბმულზე


Back to content | Back to main menu